Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრები სტუდენტებთან თსუ მაღლივ კორპუსში გრძელდება

პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს სტუდენტებთან შეხვედრებს შემდეგი განრიგის მიხედვით:

 

პარასკევს, 19 მაისს, 11:00 საათზე;

 

ორშაბათს, 22 მაისს, 14:00 საათზე;

 

სამშაბათს, 23 მაისს, 14:00 საათზე.

 

თქვენ შეგიძლიათ მობრძანდეთ ერთ-ერთ შეხვედრაზე თქვენთვის ხელსაყრელ დროს. მისამართი: თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსი, აუდიტორია 206.

 

თავდაცვის ახალი კოდექსისა და წვევამდელთა ეროვნულ სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაციიდან გამომდინარე თავდაცვის სამინისტრომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ პროექტი „ჩვენი ჯარი“ საქართველოს მასშტაბით აკრედიტებულ უნივერსიტეტებშიც განხორციელდეს და სტუდენტებმა სწორი, უტყუარი და ზუსტი ინფორმაცია უშუალოდ სამხედრო მოსამსახურეებისგან მიიღონ.

 

„ჩვენი ჯარის“ საინფორმაციო შეხვედრები ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართება. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებზე სტუდენტებს ნებისმიერ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით აზრის გამოხატვისა თუ დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის შესაძლებლობა მიეცემათ.

 

პროექტი „ჩვენი ჯარი“: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს პროექტს „ჩვენი ჯარი“. პროექტი საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ქართული ჯარის პოპულარიზაციას, პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებასა და სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მოქმედი ჯარისკაცები თავდაცვის ძალების ღირებულებებისა და პრიორიტეტების, საერთაშორისო სწავლებების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ მოზარდებსა და ახალგაზრდებს ინფორმაციას პირადად მიაწვდიან.

 

გთხოვთ მობრძანდეთ!